ელენე ხოშტარია ოპოზიციის ერთობაზე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს შესაძლოა, ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეს - არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს

“ნაციონალურ მოძრაობას” ან სხვა პარტიებს, შესაძლოა, ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეთ - არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ყველა მაინც ერთობამდე მივა.

“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმ განხილვებსა და კრიტიკაში, რაც პარტიებს შორისაა. მხოლოდ ტყუილი ერთობა შეიძლება ჩანდეს გარედან ლამაზად. ჩვენ შევჯერდით. “ნაციონალურ მოძრაობას” ან სხვა პარტიებს შესაძლოა ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეს. არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს. ვისმენთ ყველა კრიტიკას - მაგალითად, პრაიმერისზეა განსხვავებული მოსაზრებები, რასაც სიამოვნებით მოვისმენთ. მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მივალთ ერთობამდე”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა