თაკო ჩარკვიანი - ამ ხელისუფლებამ არც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელის ანუ სააკაშვილის ფასი იცის, არც ქართველი ხალხის

ამ ხელისუფლებამ არც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელის ანუ სააკაშვილის ფასი იცის, არც ხალხის და არც ქართული სახელმწიფოებრიობის. შესაბამისად, ვინც ეხმარება ქართულ სახელმწიფოს, რომ დასავლური ღირებულებების გზას დაადგეს და გახდეს მისი ოჯახის წევრი, ყველა ის ადამიანი სძულს და ეზიზღება. ეს იყო პასუხი და ამიტომ არ შეუშვეს დღეს მალგოჟატა გოშევსკა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან სტატუსის მიღების შემთხვევაში, „მათ ძალაუნებურად მოუწევთ კანონის იმ ჩარჩოებში ყოფნა, რასაც დასავლეთი ითხოვს“.

„ვითომ უნდათ სტატუსი და განზრახ იქცევიან ზუსტად ისე, როგორც იქცევა რუსული მმართველობის ხელისუფლება. ეს არის ის, რასაც მიანიშნებენ - არ უნდათ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, იმიტომ, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, მათ ძალაუნებურად მოუწევთ კანონის იმ ჩარჩოებში ყოფნა, რასაც დასავლეთი ითხოვს. შესაბამისად, გამოკვეთილად ნიშანს აძლევენ, პირდაპირ მესიჯს აგზავნიან დასავლეთთან, შეურაცხყოფენ ყველაფერს, ისე აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. ისინი არ აპირებენ ამ 12 პუნქტის შესრულებას. დეკლარირებენ თითქოს უნდათ დემოკრატია და ისე იქცევიან, როგორც მოიქცეოდა პუტინის მსახური, რადგან ისინი მართლაც რუსული ხელისუფლების მსახურნი არიან. რაც უფრო დროულად მიხვდებით, რომ მოვიცილოთ ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უპირებს ჩატოვოს პუტინის მმართველობის სივრცეში, მით უფრო ამოისუნთქავს საქართველო“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.

როგორც პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა განაცხადა, უხერხულობისგან სად წასულიყო არ იცოდა, როდესაც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებას ახსენებდა ვინ არის და რა დამსახურებები აქვს მას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს