გია ვოლსკი - იმედი მაქვს, ამ ბჭობის შემდეგ გამოჩნდება სახალხო დამცველობის კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ერთიანი პოზიცია იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეს უნდა

რადიკალური ოპოზიციის კანდიდატები, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, აღჭურვილები არიან კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით და ამოცანით - როგორმე საშუალება არ მისცენ და ხელი არ შეუწყონ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასებისა და ომბუდსმენის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ უმრავლესობასა და ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ექნება, თუმცა ის დარწმუნებული არ არის, რომ ოპოზიცია მოინდომებს, მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კონსენსუსი შესაძლებელია.

„მათი წარსული აქტივობიდან და დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რაც გასაუბრების დროს გამოავლინეს, მხოლოდ ერთი რამ იკითხება, შეარჩიეს კანდიდატები, რომელთა გარშემო არ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. არსებობენ, რასაკვირველია, საინტერესო კანდიდატებიც, ვისაც ხელეწიფება გარკვეული სამსახური გაუწიოს თავის ქვეყანას. მაგრამ, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორში კადრების მომზადება არ არის ჯეროვანი. ამ სფეროს უნდა განეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომლებმაც თავისი სფეროები მაღალ დონეზე იციან, ეხება ეს ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, თუ ადამიანის უფლებებს, ამავე დროს, მიუკერძოებლები არიან და სახელმწიფოს ემსახურებიან და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. კიდევ ერთხელ, პოლიტიკურმა სულისკვეთებამ, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაამკვიდრა პოლიტიკურ ველზე, საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ექნება უმრავლესობასა და ოპოზიციას ერთიანი პოზიცია. მაგრამ აბსოლუტურად არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალური ოპოზიცია, მოინდომებს, მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კონსენსუსი შესაძლებელია. ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა