გია ვოლსკი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - მათ სურთ, „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები შეკრიბონ - ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი პოლიტიკური პოლუსის შექმნა, რომელიც კეზერაშვილს დაექვემდებარება

ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი პოლიტიკური პოლუსის შექმნა, რომელიც დაექვემდებარება კეზერაშვილს, მის ფინანსურ რესურსებს - მათ სურთ, რომ პოლიტიკურ ველზე მიმობნეული „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები შეკრიბონ ამ სამეულის გარშემო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცი-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტიებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლება“ რთული წარსული აქვთ.

„საკმაოდ რთული წარსული აქვს სამივე პარტიას, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. მე ვფიქრობ, რომ ამ რთული ვითარებაში, რაც მთელ მსოფლიოშია, რასაკვირველია, ოპოზიცია სჯობს, რომ იყოს მკაცრიც, კონსტრუქციულიც და გაცილებით უფრო ინტელექტუალური, თავისი განვლილი პოლიტიკური ცხოვრებით უფრო სუფთა და ჩამოყალიბებული. პოლიტიკური გუნდი, რომელიც გამოხატავს ამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესებს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი სურათი არა გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა