აკია ბარბაქაძე - კარგი იქნება, თუ პლატფორმის გაკეთებას შევძლებთ, სადაც პროდასავლურად ორიენტირებული პარტიები საკუთარი გეგმის კორექტირებას შეძლებენ, მცდარად მიმაჩნია ერთ პარტიად გაერთიანება

სამხედრო ექსპერტის აკია ბარბაქაძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ატარებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ აღნიშნა, საქმე, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, მხოლოდ რუსეთს აწყობს.

აკია ბარბაქაძემ ისაუბრა მის მიერ ორგანიზაციის შექმნის მიზნებზე და განაცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნაა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

„რაც შეეხება მოძრაობის შექმნას, მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი“ დღევანდელმა მოცემულობამ განაპირობა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს. რამდენად მეთანხმება საზოგადოება ამ მოსაზრებაში, ეს ჩვენ ვნახეთ ზაფხულში, როდესაც 160 000 ადამიანი გამოვიდა, რადგან მათ დაინახეს ვექტორის შეცვლის ფაქტობრივი მცდელობა. ეს იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან გაფთხილება - არა რუსულ ვექტორს! მოსახლეობა პროდასავლური რჩება თავის განწყობით. მათი მოთხოვნა არის დასავლეთთან, ევროკავშირში, ნატოში ინტეგრაცია და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება“,-განაცხადა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მოსახლეობა კი არის მსხვერპლი.

„წამოვიდა პირდაპირ რუსული პროპაგანდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დასჯადი, არ დაგანგრევინებთ, ომი გინდათ?! და ა.შ, რაც პირდაპირ ჯდება სიმონიანების და კაბაევას ნარატივში, უბრალოდ, ქართულად ახმოვანებენ“,-განაცხადა ბარბაქაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არცერთი ავტორიტარული რეჟიმი ასე არ იქცევა, როგორც საქართველოს ხელისუფლება, რადგან ის არ ცდილობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

„არცერთი დაპირება სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის არ კეთდება. ეს არის პირდაპირ რუსული ტიპის „ეფესბე“-ური, ოლიგარქიული რუსული ტიპის ქვეყანა, რომელიც მოწყობილია უშიშროების, კრიმინალის, სახელმწიფოს ძარცვის კომპონენტებზე. რატომ რუსული? - საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ მხოლოდ რუსეთს აწყობს. პირველი, თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება, ფაქტობრივად, ჯარი დაშლის პირას მიიყვანეს. თავდაცვა და უსაფრთხოება ვერანაირ კრიტიკულ კითხვას ვერ უძლებს და არანაირი ნაბიჯი არ იდგმება ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო 24 თებერვლის შემდეგ გადასულია საკუთარი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ამაღლებაზე. ჩვენი ხელისუფლება საწინააღმდეგო ვექტორის მიმართულებით მიდის“,-აღნიშნა ბარბაქაძემ.

მისი შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტი არასდროს შესრულდება, რადგან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ეს ძალაუფლების შერყევას ნიშნავს.

„ყველაფერი თუ დაუთმე და პირდაპირ რუსული დავალებები ასრულე, მილიონი წელი არ იქნება ომი, საკუთარ თავს ხომ არ ეომება რუსეთი. აბა, ეწარმოებინათ დამოუკიდებელი პოლიტიკა და ჩართულიყვნენ სანქციების თემაში... რატომ არ გააკეთეს ეს? დღეს ვხედავთ, რომ ვიღაც „გამოყოფილები“ პირდაპირ ანტიამერიკულ ამბოხებას აგრძელებენ ამ ქვეყანაში და ეს მართვადია ერთი კაცის მიერ. იმ კაცისგან, რომელიც საქართველოში ყველანაირ პროცესს მართავს. ასეთი ტიპის ქვეყანა არის მხოლოდ რუსეთი, საქართველო, ბელარუსი და ჩრდილოეთ კორეა“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.

მისი პროგნოზით, თუ 2024 წლამდე ისევ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ის რუსული ტიპის არჩევნებს ჩაატარებს.

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, აკია ბარბაქაძე ფიქრობს, რომ მათ საერთო გეგმა უნდა შეიმუშაონ.

„სწორად არ მიმაჩნია ოპოზიციის კრიტიკა, შეძახილი ან მოთხოვნა, შედი პარლამენტში ან გამოდი. ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ პლატფორმის გაკეთებას შევძლებთ, სადაც პროდასავლურად ორიენტირებული პარტიები საუბარს, ანალიზს, გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ და საერთო გეგმის კორექტირებას. მცდარად მიმაჩნია ერთ პარტიად ან ერთ სიად გაერთიანება“, - აღნიშნა ბარბაქაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა