არჩილ თალაკვაძე - ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პარტნიორების კოორდინირებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ

ადგილი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პარტნიორების კოორდინირებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა „ქართული ოცნება“, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი კრიტიკულ რეზოლუციას მიიღებს, სადაც ივანიშვილთან დაკავშირებითაც იქნება ჩანაწერი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული უსამართლო რეზოლუციის შემდეგ, მათთვის გასაკვირი არ იქნება, „თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები რაიმე განცხადებას გააკეთებენ“.

„ამ მუქარაში ახალი არაფერია, რეალურად ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პარტნიორების კოორდინირებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან მან ეს ძალა 2012 წელს თავის მხარდამჭერებთან, ლობისტებთან ერთად გაისტუმრა ხელისუფლებიდან დემოკრატიული წესების დაცვით, მშვიდობიანად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველანაირად მზად იყვნენ არეულობისთვის და ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამის შემდეგ ეს ძალა ყველანაირ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ როგორმე შური იძიონ ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებაზე“. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლობისტების მუშაობის შედეგად, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და ვერც გაგვაკვირვებს, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები რაიმე განცხადებას გააკეთებენ. სიმართლე არის ჩვენს მხარეს,“ - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ რეზოლუციას, სხვათა შორის, მხარს 200 ევროპარლამენტარი არ უჭერდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს