ირაკლი ზარქუა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებები შეაქვთ „ნაცმოძრაობის“ ფასიან ლობისტებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს,  გრეგოროვას - „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია

თურმე პოლიტპატიმრები გვყავს და კეზერაშვილი უსამართლოდ იდევნება. ეს შესწორებები შეაქვთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფასიან ლობისტებს და ხელმოცარულ პოლიტიკოსებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს, მგონი გრეგოროვასაც - „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი კრიტიკულ რეზოლუციას.

ზარქუა მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილ ევროპარლამენტარებს მათ ქვეყნებში 1 %-იანი მხარდაჭერაც არ აქვთ.

„მორიგ რეზოლუციას რაც შეეხება, იცით, რომ შესწორებები შევიდა და აბა თუ გამოიცნობთ, ვინ არიან ამ შესწორებების ავტორები, ეს არის ქალბატონი რასა, ბატონი კუბილიუსი, ფოტიგა და ძმანი და დანი მისნი. რა შესწორებებია - თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, თურმე ხელისუფლება დევნის პოლიტიკოსებს, აბა თუ გამოიცნობთ ვის? - კეზერაშვილს. საქართველოს მოსახლეობის ალბათ, 100 %-მა იცის, რას წარმოადგენს კეზერაშვილი. რეზოლუციაში შეტანილია, რომ თურმე უსამართლოდ იდევნება, მილიონები არ მოუპარავს, ჩვენი თავდაცვა, ჯარისკაცები არ გაუძარცვავს და ეს ადამიანი თითქოს გულწრფელი, კეთილშობილია და საქართველოს ხელისუფლება დევნის. ასეთი შესწორებებია შესული და ეს შესწორებები შეაქვთ მათ, ვინც დაგისახელეთ - ფასიან ლობისტებს, „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს“ საგარეო ფრონტზე - ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც არის მგონი გრეგოროვა და ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერა არ აქვთ. როგორც ჩვენთან „გიჟი ჯაფარა“ დარბის მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტინგენტის ხალხზე გვაქვს საუბარი. უბრალოდ, არიან იქ, სადაც არიან რაღაც პერიოდით - ევროპარლამენტში და მორჩა, შემდეგში ან იქნებიან ან არა, სავარაუდოდ, არ იქნებიან, რადგან ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი უსამართლობით შეუძლებელია კვლავ მოხვდნენ ევროპარლამენტის წიაღში,“ - განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა