ლაშა ხუციშვილი - საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და მაღალი ეკონომიკური აქტივობის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, რბილად რომ ვთქვათ, არის შეცდომა, არ არის სწორი ინფორმაცია

საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და მაღალი ეკონომიკური აქტივობის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, რბილად რომ ვთქვათ, არის შეცდომა, არ არის სწორი ინფორმაცია. საქართველოს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას გარკვეულწილად, ყველა ფაქტორი ახდენს: ექსპორტის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების, ზოგადი მოთხოვნის ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოს ეკონომიკაზე მიგრანტების გავლენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მოთხოვნის ზრდის ნაწილში მიგრანტების ეფექტი გარკვეულწილად გავლენას ახდენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ერთ საკითხამდე დაყვანა არ არის სწორი.

„ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი არის ის, რაც საქართველოში მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და რომელიც კავშირში არანაირად არ არის მიგრაციასთან. მაგალითად ისეთები, როგორიც არის ტურიზმის აღდგენა, სადაც წელს ფაქტობრივად, 100%-იანი აღდგენა გვაქვს. ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა არის არა მხოლოდ რუსეთიდან და ბელარუსიდან არამედ, პრაქტიკულად ძალიან ბევრი ქვეყნიდან. ზოგ შემთხვევაში გაორმაგებაც გვაქვს სახეზე. ასევე ექსპორტი, რომელიც დაგეგმილზე გაცილებით უფრო სწრაფად გაიზარდა. ჩვენ სადღაც 10%-იან ზრდას ვფიქრობდით და წელს ფაქტობრივად, 37%-ზე მეტი ექსპორტზე ზრდა გვაქვს. ასევე სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ამ მოვლენასთან, თუმცა გარკვეულწილად შეხებაშია, მაგალითად, როგორიც არის საერთაშორისო გადაზიდვებში ზრდა, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება