რევაზ ჯაველიძე - პრემიერ- მინისტრი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გათვალისწინებული არის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში

როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. საქართველოს პრემიერი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გათვალისწინებული არის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც და პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის ფორმატში. აგრეთვე, მთავრობის მეთაური პლენარული სესიის ფორმატში სიტყვით მიმართავს მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა და საუბრები სასურსათო უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერი გამოვიდა და ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეგიონული კუთხით არსებობს ამ მიმართულებით და ასევე ისაუბრა მათი გადაწყვეტის გზებზე. ასევე შეხვედრები გაგრძელდება ხვალ, როდესაც პრემიერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდაში და ექნება შესაძლებლობა, მიმართოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს სიტყვით უკვე პლენარული სესიის ფორმატში,"- აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება