სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ნიკა გოგაშვილს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან, რაც აბსურდია.

„იარაღი ჩვენთან ჰქონდა, რადგან პერიოდულად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე, თვითონ თელავში ცხოვრობს. ეს იარაღები 16 ივლისს, ჩვენი სახლიდან ამოიღეს. ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა.

ნიკა გოგაშვილი თელავში დააკავეს, მეგობრებთან ერთად იყო, როცა მასთან 3 მანქანით მივიდნენ. ახლა სუს-ში მოჰყავთ, ჩვენ ეს გამომძიებელმა შეგვატყობინა. აღსანიშნავია, თუ რატომ დააკავეს ის 3 თვის შემდეგ და მაშინვე არა, თუკი რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. ეს მუხლი 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - განაცხადა გოგაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის