გიგა ბოკერია ინტერესდება, რატომ არ მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის იმ მოქალაქის დეპორტაცია, რომელიც ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ინტერესდება, თუ რატომ არ მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის იმ მოქალაქის დეპორტაცია, რომელიც ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ადამიანების თავშესაფარი საქართველო არ უნდა იყოს.

„ცოტა ხნის წინ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ძალიან უხამსად მოიხსენიებდა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, იდენტიფიცირებულია და ხულიგნობისთვის დააჯარიმეს. თუ დადასტურდა ის მონაცემები, რომ ის დაკავშირებულია ოლიგარქთან, რომელიც არის ეჭვმიტანილი ან სანქცირებული პუტინის რუსეთის დახმარებაში, ეს ხომ ხარისხობრივად უმძიმესი დამამძიმებელი ამბავია. ყველაფერი ერთად ან ცალკე რომ ავიღოთ ეს ამბავი, რატომ არ ხდება ამ ქვეყნიდან მისი დეპორტაცია? რა შუაშია ხულიგნობით დაკავება? რატომ ვართ ვალდებული, რომ ასეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას პატივს არ სცემს, არის ჩვენი მტრული ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში იყოს. რატომ არ ხდება რუსეთში მისი დეპორტაცია? პუტინთან მებრძოლი რუსეთის მოქალაქეების მიღება ჩემი აზრით, მორალურად, პრაგმატულად და სამართლებრივად სწორია. ასეთების თავშესაფარი რომ იყოს საქართველო, ეს ნორმალური იქნებოდა, მაგრამ ასეთი ხალხის თავშესაფარი საქართველო რატომ უნდა იყოს? მგონია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას. რატომ არ არის უკვე დეპორტირებული?!“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ პუტინის ჭაობში ჩამტოვებელი რეჟიმია".

„მე კი ვიცი რატომ არ არის დეპორტირებული, ეს რეჟიმი არის პუტინის ჭაობში ჩამტოვებელი რეჟიმი. ზეწოლის შედეგად რომ ამ კაცის დეპორტაცია მოახდინოს, ეს ამ სურათს არ შეცვლის, მაგრამ ის, რომ აქამდე რეაგირება არ მოუხდენია, ყველაფერი კიდევ უფრო თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია.

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.

ნიკა მელია ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება, თუ რატომ ცხოვრობს რუსი ოლიგარქის ოჯახი თბილისში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს