პრემიერი - კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის

კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის; სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს, 2030 წლისთვის, კლიმატის ცვლილების ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავებული აქვს.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, სახელით და მადლობა გადავუხადო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს ლიდერობისთვის, მასპინძლობისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება. ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმების ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება. გარდა ამისა, გრძელვადიანი და დაბალი ემისიის სტრატეგიით, საქართველო მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო მხარდაჭერით 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო