„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნაზე დარგის სპეციალისტები მუშაობას ასრულებენ

„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნაზე დარგის სპეციალისტები მუშაობას ასრულებენ. „საქპატენტის“ ცნობით, სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გრაფიკულად გამოსახულ სიმბოლოს და მისი დანიშნულებაა განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან მომსახურებისგან.

მათი ინფორმაციით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ ხორციელდება. „საქპატენტის ექსპერტების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელების, მოსარგებლეების, პატენტრწმუნებულებისა და მოსამართლეებისთვის რეკომენდებული დოკუმენტის პრეზენტაცია განხილვისა და მოსაზრებებისთვის ამ წუთებში იმართება სასტუმრო „თბილისი მერიოტში“. ღონისძიებას „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრება.

სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტები „საქპატენტის“ თანამშრომლებს, პატენტრწმუნებულებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს წარუდგენენ სახელმძღვანელოში ასახული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დოკუმენტში მოცემულია სარეგისტრაციო განაცხადის შევსებიდან გასაჩივრების პროცედურის ჩათვლით ყველა ასპექტი. დოკუმენტის ირგვლივ დისკუსია ორ დღეს, 8 და 9 ნოემბერს (2022 წ.) გაგრძელდება.

„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოში“ გაზიარებულია ევროკავშირში არსებული პრაქტიკა სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მიმართულებით. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენება გააძლიერებს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ხარისხს, როგორც უფლებების რეგისტრაციის ისე მისი აღსრულების კუთხით. დოკუმენტი ემსახურება საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას და პროგნოზირებადობას, განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

სახელმძღვანელო შეიქმნა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას და ამ კუთხით საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას. EUGIPP სამწლიანი პროექტია, 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO). საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრი - საქპატენტი პროექტის მთავარი ბენეფიციარია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია