შალვა პაპუაშვილი IRI-სა და NDI-ზე - უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან

მე მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან ამ საქმიანობას , - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა IRI-ისა და NDI-ის კვლევები.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევების გამოქვეყნება არეულობის და დესტრუქციის წახალისებაა.

„ვერ ვხვდები, საერთოდ რა დანიშნულება აქვს, როდესაც ასე ჯიუტად რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება რიცხვების გამოქვეყნება. ქართულ საზოგადოებაში ორივე კვლევა დიდი ხანია დისკრედიტირებული იყო, იმ აცდენების გამო, რომელიც რეალობასთან აქვთ. არაერთხელ დამტკიცდა, რომ ეს რიცხვები, რომელიც ქვეყნდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ მე არ მესმის, რატომ ხდება ჯიუტად ამ რიცხვების გამოქვეყნება. მე ამ საკითხში მეორე მომენტი მაღელვებს - ამის გამოქვეყნებასა და კვლევებში თანხა იხარჯება, რომელიც შემდეგ არის ნათქვამი, რომ ხმარდება ქართველ ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას არაფერი გარდა დესტრუქციის და რადიკალიზაციის გაღრმავების ქართველი ხალხისთვის არ მოაქვს. ამიტომ, მე მიკვირს, რომ ერთის მხრივ ეს არის თანხა, რომელზეც ამბობენ, რომ იხარჯება ქართველი ხალხისთვის და მეორეს მხრივ, ყველა ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ეს თანხა არის დახარჯული რადიკალიზმის გაღრმავებაში. მექნება რეკომენდაცია, რომ მე მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან ამ საქმიანობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო