ევროპარლამენტარები - სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დამნაშავედ ცნობა და ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების აშკარა მაგალითია

სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დამნაშავედ ცნობა და სასამართლოს ვერდიქტის გამოყენებით ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების აშკარა მაგალითია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.

ამას გარდა, კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშში საუბარია სხვა პოლიტიკური ლიდერების გასამართლების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზეც.

„დამატებით პოლიტიკური ლიდერების გასამართლება წინააღმდეგობაში მოვა გაცხადებულ სურვილთან პოლარიზაციის შემცირების შესახებ“, - ნათქვამია შესწორებაში.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს