ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის „წისქვილზე ასხამს წყალს“, მათ შორის სამი პარტიის გაერთიანება, რომელიც პრაიმერისს აცხადებს

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიებმა ჯერ უნდა დაილაპარაკონ და ტელევიზიებში შემდეგ უნდა ისაუბრონ საკუთარ იდეებზე.

„არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, მოდი ვთქვათ, რომ უნებლიედ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, მათ შორის იმ სამი პარტიის გაერთიანება, რომელიც პრაიმერისს აცხადებს და მასხრად აგვიგდო ხელისუფლებამ იმიტომ, რომ რა პაიმერისს აცხადებ, როდესაც ვისთანაც ლაპარაკობ, აღმოჩნდა, რომ თურმე იმასთანაც არ ლაპარაკობ? არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არც „ლელოსთან“, არც პეტრესთან, არც პავლესთან. ჯერ დაელაპარაკე და მერე გამოაცხადე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ გაერთიანების მიზანი ბარიერის გადალახვა და დაფინანსების მოპოვებაა.

„სად არის მაგათი მხრიდან საერთო ერთობის სურვილი? შენ როცა ერთიანდები და მერე დანარჩენებს ეუბნები: „ჩვენ გავერთიანდით და მოდი ახლა აქ“, საბავშვო ბაღია? ეს არ არის ერთობის სურვილი, ეს არის იმის სურვილი, რომ ვიღაცას გადაასწრო დაფინანსება მოიპოვო, ბარიერი გადალახო. ეს პარტიები მუშაობენ ბარიერის გადალახვაზე. დათვალეს უცებ, რომ ბარიერს გადალახავენ და ეგაა მთავარი? რა გიხარიათ დალოცვილებო, არც ფულის დახარჯვა დაგიკლიათ და 12%-ს ავიღებთო იძახდა „სტრატეგი აღმაშენებელი“ და ახლა 2% უხარია? პრემიერ-მინისტრს ნიშნავდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დღეს 2%-ით არიან ბედნიერები?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო