შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი „ოსკარი“ გადასცა

მსახიობი შონ პენი კიევში ჩავიდა და “ოსკარის” საკუთარი ჯილდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ომის დასრულებამდე “ოსკარი” უკრაინაში იქნება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს შონ პენის უკვე მესამე ვიზიტია კიევში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პენს ყურადღებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის და ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უამბო.

შონ პენმა აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ საკუთარ ფილმზე მუშაობას აგრძელებს.

ზელენსკი და პენი ასევე ეწვივნენ “სიმამაცის ხეივანს”, სადაც მსოფლიო ლიდერების სახელებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას ეხმარებოდნენ, შონ პენის სახელობითი ფირფიტაც არის წარმოდგენილი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “სიმამაცის ხეივანი” სწორედ ამერიკელი მსახიობის სახელით იწყება, ვინაიდან, იგი უკრაინას რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 24 თებერვალს, ეწვია, რათა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაეფიქსირებინა და მსოფლიოსადმი რუსული აგრესიის შესახებ ეამბო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა