გია ცაგარეიშვილი - რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია

რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ერევა დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ, მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ევროპის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ელჩზე ზეწოლა უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია.

„რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე და ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია, რბილად რომ ვთქვათ, ერევა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ, მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აქებდა და ადიდებდა ან მიხეილ სააკაშვილს, ან ნაციონალურ მოძრაობას“ , - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო