თეონა აქუბარდია - თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გვსურს, სამართლიანი კრიტიკა არა მხოლოდ უნდა მივიღოთ, არამედ უნდა გავითვალისწინოთ

ჩვენ თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გვსურს, ეს სამართლიანი კრიტიკა არა მხოლოდ უნდა მივიღოთ, არამედ უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი დემოკრატიის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებს სრულიად ადეკვატურად ასახავს.

"ეს ანგარიში არის საქართველოს მხარდამჭერი და როგორც ამ ანგარიშის ავტორმა განაცხადა, სამართლიანი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ჩვენ თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გვსურს, ეს სამართლიანი კრიტიკა არა მხოლოდ უნდა მივიღოთ, არამედ უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მხრიდან არის ლანძღვა და ტალახის სროლა, რაზეც ასევე ანგარიშში არის საუბარი, რომ მიუღებელია. ეს ყველაფერი რომ საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს, სწორედ ეს არის მთელი ტრაგედია და არა ის კრიტიკა, რომელსაც "ქართულო ოცნების" ხელისუფლება იმსახურებს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით მოწოდებას გაითვალისწინებს.

"ევროპარლამენტარების მხრიდან სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდება, ჰუმანიტარულ მიზნებს, მისი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, შესაბამისად, ანგარიშში ეს ჩანაწერიც კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს ისე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. მოწოდება აბსოლუტურად სამართლიანია და მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს არა მხოლოდ ასეთი ტიპის განცხადებები, არამედ პოზიცია," - განაცხადა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა