ხათუნა სამნიძე - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი ქართული ევროპული გზის მხარდამჭერია და კრიტიკა, რაც გამოთქმულია, სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი არის ქართული ევროპული გზის სრულიად მხარდამჭერი და კრიტიკა, რაც წერია, სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და არ აპირებენ თვალი დახუჭონ პრობლემებზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ არჩევანს უქმნის, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია ყველა იმ კრიტიკულ საკითხზე, რომელიც ბარიერადაა ქცეული იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვნახეთ რომ რეზოლუცია არის პირველ რიგში ქვეყნის მხარდამჭერი ამ ევროპულ გზაზე და რა თქმა უნდა, კრიტიკული ყველა იმ საკითხზე, რომელიც ბარიერადაა ქცეული იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. პირველ რიგში, მართლმსაჯულების საკითხი, რომელსაც არადა არ ცვლის "ქართული ოცნება" და მისი შემოთავაზებული ინიციატივები არ პასუხობს იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემა მოითხოვს, იმისთვის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული და კლანისგან გათავისუფლებული სისტემა. რა თქმა უნდა, აქ ნახსენები იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის გავლენები, რადგან მისი გავლენებია ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც ჩვენ ამ ქვეყანაში ოლიგარქიაზე ვლაპარაკობთ," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო