გერმანიის ელჩი - გენერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს - ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების აღკვეთა

მახარებს ის გარემოება, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ ჩაატარეს გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო ღონისძიებები. ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების აღკვეთა,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩი გამოეხმაურა შვიდი ქვეყნის უწყების ჩართულობით, ერთდროულად 4 ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენის ფაქტს.

ელჩის თქმით, ეს ერთობლივი ღონისძიებები ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი.

„პირველ რიგში, ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს წარმატებული საგამოძიებო ღონისძიებები. ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების აღკვეთა, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოვლენა. საქართველო და გერმანია პროკურატურისა და პოლიციის სფეროში უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ, ეს ძალიან მჭიდრო და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ეს ღონისძიებები და მოქმედებები ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, რაც გვიჩვენებს თანამშრომლობას, მათ შორის ევროკავშირის კომპეტენტურ ორგანოებსა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის. ეს არის თვალნათლივი მაგალით იმის, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ევროპული გზა გასავლელი ევროკავშირისკენ. ჩვენ ამას ვუსურვებთ საქართველოს. დიდი მადლობა ყველა კოლეგას, გერმანიის წარმომადგენლებს, ბავარიისა და საქსონიის ფედერალური მხარეების წარმომადგენლებს“,- განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს