სერგეი შამბა - დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს

დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და ამავე დროს, აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს