მამუკა გამყრელიძე - თუ ხელისუფლებამ ეს კურსი გააგრძელა, ჩვენ არა თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, არამედ დიდი ხნით დავკარგავთ ევროპულ მომავალს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელი ანგარიში მკაფიოდ გამოხატავს ყველა იმ პრობლემას, რაც ქვეყანაშია - ჩვენ არასწორი გზით მივდივართ და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად არაფერი კეთდება. თუ ხელისუფლებამ ეს გზა გააგრძელა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რაც როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თმით, საქართველომ დასავლურ ვექტორს გადაუხვია და თუ ხელისუფლებამ ეს კურსი გააგრძელა, ჩვენ არა თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, არამედ დიდი ხნით დავკარგავთ ევროპულ მომავალს.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მწვავე და კონკრეტიზირებულია რეზოლუცია. მისი შინაარსი და პათოსი არის შემდეგი - ქვეყანა მიდის არასწორი გზით და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად არაფერი კეთდება.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ევროპარლამენტარები შეწუხებული არიან იმ მდგომარეობით, რაც საქართველოში შექმნილია. ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად იქცა და რომლის დასრულების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელშია.

ანგარიში მთლიანად გამოხატავს უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ნება, გადადგას აქტიური ნაბიჯები ევროინტეგრაციის პროცესში, რადგან სწორედაც, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე.

რატომ აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ ეს პოზიცია - იმიტომ, რომ არ სურს ევროკავშირის წინაშე დამატებითი ვალდებულებების შესრულება, თუ იმიტომ, რომ რუსეთის დავალებას ასრულებენ, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვიოს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარი შედეგია - საქართველომ დასავლურ ვექტორს გადაუხვია და თუ ხელისუფლებამ ეს კურსი გააგრძელა, ჩვენ არა თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, არამედ დიდი ხნით დავკარგავთ ევროპულ მომავალს,“ - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს