გია ვოლსკი - „ქოლცენტრების“ საქმეზე „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ეს თემა როგორღაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ უკავშირდებოდეს, მაგრამ დღეისთვის აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს

ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი იმის თაობაზე საუბრობდა, რომ ეს თემა როგორღაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ უკავშირდებოდეს, მაგრამ დღეისთვის აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

აქვე ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ “ქოლცენტრების“ საქმეზე პოლიტიკური განცხადებები უადგილოა და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

“ადგილი აქვს მასშტაბურ დანაშაულს. სამართალდამცავი სტრუქტურები მსოფლიო დონეზეა ჩართული. ევროპელ სამართალდამცავებთან ერთად ქართველებმაც იმუშავეს და მძლავრი ქსელი აღმოაჩინეს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში აღმოჩნდა. არის საუბარი იმაზე, რომ ამ დანაშაულებრივ სქემასთან შესაძლოა კონკრეტული ცნობილი პირები იყვნენ დაკავშირებული. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ არის უამრავი დაზარალებული, მათ შორის ბევრია გერმანიის მოქალაქე.

ფაქტია ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებულია დავით კეზერაშვილთან და მის ფინანსურ რესურსებთან წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა და აკეთებს დღესაც, რომ ეს თემა შეიძლება როგორღაც “ქართულ ოცნებას“ უკავშირდებოდეს, მაგრამ დღეისათვის აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლცენტრის ფუნქციონირებისთვის ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე“, - აცხადებს პროკურატურა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო