გიორგი ვაშაძე ავსტრიაში შეხვედრებს მართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ავსტრიაში შეხვედრებს მართავს.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის მიზნით ევროპის დედაქალაქებში აქტიური კამპანია მიმდინაროებს.

“დავიწყეთ შეხვედრები და აქტიური კამპანია ევროპის ყველა წამყვან დედაქალაქში საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობისათვის.

პირველი შეხვედრა გავმართე ავსტრიაში, ჰელმუტ ბრანდშტატენთან, რომელიც ავსტრიის პარლამენტის წევრი, პარტია "ნეოსის" საგარეო მიმართულების და უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ენერგო კორიდორთან დაკავშირებით, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ევროპისთვის.

მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ საქართველოს საკითხს, ის, როგორც საგარეო კომიტეტის წევრი, აუცილებლად დააყენებს და მისი პარტია, რომელიც ჩვენი პარტნიორია, დაგვეხმარება საქართველოს თემის აქტუალიზებაში” , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა