გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთმანეთს ეცილებიან ლიდერობას - ეს დაპირისპირება გაგრძელდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში“ ადგილი აქვს პიროვნულ შეუთავსებლობასა და დაპირისპირებას ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აქვე ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არც ერთი ჯგუფი, რომელიც ახლა ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, იმ დანაშაულებრივ ქმედებებს არ ემიჯნება, რასაც “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი.

“ერთმანეთთან არის გარკვეული შეუთავსებლობა - ერთმანეთს ეცილებიან ლიდერობას, ასევე ფინანსური რესურსების წყაროს თემაც გასარკვევია, რადგან მათი მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ამ პარტიაში კონკრეტულ პირებს უჭერს მხარს. ეს დაპირისპირება გაგრძელდება“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ახალი თავმჯდომარე აირჩეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობდა და მისი ინფორმაციით, შიდა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არავინ არის. ნადირაძის ბრიფინგს გამოეხმაურნენ პარტიის წევრები აკაკი მინაშვილი და სოფო ჯაფარიძეც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია, შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივა "ცოტა უცნაურია". მათივე ინფორმაციით, შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივა ნიკა მელიას ეკუთვნოდა, თუმცა, მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ განიხილებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა