ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად "გლობალური ომის პარტია", აქ არის "ლოკალური ომის პარტია",  ერთმანეთს ამაგრებენ

მიკერძოებასაც არ ვიტყოდი, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს და მერე ახერხებენ ევროპარლამენტის ან საგარეო კომიტეტის დონეზე საკუთარი ჩანაწერების გატანას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მათ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ერთმანეთს ამაგრებენ.

,,კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური ომის პარტია, აქ არის ლოკალური ომის პარტია და რა თქმა უნდა, ესენი ერთმანეთს ამაგრებენ. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა სინამდვილეში. ძალიან კარგად იცის ყველამ, ჩვენ გვისაუბრია ყველა მათგანთან, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში. სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის იგივე მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილს შეხვდნენ ვიდრე საქართველოში წამოვიდოდა და გაუპრავეს საქართველოში ჩამოსვლა ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ახლა სააკაშვილს ესარჩლებიან, ის არის, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რადგან გარეული იყვნენ ამ კაცის საქართველოში ჩამოსვლაში. ახლა პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა გამოესარჩლონ. მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, ანუ ძალიან კარგად იციან სინამდვილეში ამ ადამიანებმა კუბილიუსი, რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე, ძალიან კარგად იცოდა რა სისხლიანი რეჟიმიც ჰქონდა ჩამოყალიბებული და იმის მფარველი იყო. იცოდა და მფარველობდა. 2012 წლის შემდეგაც ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, სააკაშვილი, გვარამია, კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, არის იქ გლობალური ომის პარტია, აქ ლოკალური ომის პარტია და აქ ხდება ინტერესების თანხვედრა’’, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილისგან არათუ არ აუღია არცერთი თეთრი, არამედ არც სჭირდება.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება. ჩვენ ვართ თვითკმარი, გვყოფნის აბსოლუტურად, როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობების გზით", -განაცადა მან.

კობახიძის თქმით, დაშვების დონეზე თუ წარმოვიდგენთ, რომ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც ივანიშვილთან და ამას ევროპარლამენტარები ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია.

„არცერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. და მეორე, დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი. ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს ან პრემიერს ან პარტის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სასაცილოა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო