საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

"აღსანიშნავია, რომ იან ლიპავსკის საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. იან ლიპავსკი, ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას",-აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო