სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროკურორებმა მარტვილში ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე სენაკში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი,,-ს ბენეფიციარებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს. პროკურატურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების დროს კოორდინატორები დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას უზრუნველყოფენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა; ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფემიციდის დანაშაულებთან დაკავშირებით.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს