ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი - დაზარალებულმა გამოძიება შეცდომაში ძალიან ბევრჯერ შეიყვანა - ლაშა ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაშორებას ითხოვდა

ბრალდებული ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია, კერძოდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც თქვა, რომ წარდგენილი ბრალი არ ჩაუდენია.

„აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ფანტაზიაც არ მქონდა, რადგანაც ნამდვილად მძიმე მუხლებია. ამისთვის კანონი ითხოვს, რომ ახალი გარემოება უნდა იყოს და ჯერჯერობით მოწმეებიც არ არიან დაკითხული. თუმცა, საკმაოდ საფუძვლიანი შუამდგომლობა მქონდა. ამ შუამდგომლობის დაყენების საშუალება ექსპერტიზის დასკვნამ მომცა და უარი საქმის სირთულის გამო მეთქვა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, რადგანაც გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბიბილეიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, რომ საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც მტკიცდება ლაშა ნაკაიძის ბრალეულობა, ადვოკატის თქმით, პროკურატურა სახელმწიფო ბრალმდებელია, რომელიც ბუნებრივია, ბრალდებას მხარს უჭერს.

ადვოკატის თქმითვე, ახლა დაზარალებულის ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდება, რომლის კოდებსაც დაზარალებული გამოძიებას უმალავდა. მისი თქმით, ნაკაიძემ კი, საკუთარი ტელეფონი გამოძიებას გადასცა. ადვოკატის განმარტებით, ლაშა ნაკაიძეს ეს ყველაფერი დადგმული ჰგონია.

„ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რას მალავს ის, ვისი შეკვეთა იყო, რა იყო, ვის ესაუბრა და რა მოხდა საერთოდ. მივიღე სასამართლო სამედიცინო დასკვნა და გამიმყარდა ჩემი რწმენა, რომ ლაშა უდანაშაულოა, თუნდაც გაუპატიურების ნაწილში. დაზარალებულმა გამოძიება შეცდომაში ძალიან ბევრჯერ შეიყვანა, ტელეფონის სხვადასხვა კოდი უთხრა, რაზეც კითხვა გვიჩნდება - რას და რატომ მალავს. რაც შეეხება სხდომაზე ლაშა ნაკაიძის დაფიქსირებულ პოზიციას, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ რაც ბრალად ედება, მას ადგილი არ ჰქონია. ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ და ლაშა ეუბნებოდა დავშორდეთო“, - განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა