ანა წითლიძე - „ოცნება“ ვერასდროს გაიგებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრობაში“, რადგან ეს ივანიშვილზე დამოკიდებული, მონურ მდგომარეობაში მყოფი პარტიაა, რომელმაც არ იცის, რა არის შიდა დემოკრატია

„ქართული ოცნება“ ვერასდროს გაიგებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრობაში“, რადგან ეს ერთ ვერტიკალზე - ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული და მონურ მდგომარეობაში მყოფი პარტიაა, რომელმაც არ იცის, რა არის შიდა დემოკრატია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ გააკეთა.

წითლიძის ინფორმაციით, ბოლო ორი თვეა, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნების საკითხი დისკუსიის საგანია და საუბარი მხოლოდ არჩევნების ჩატარების დროსთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას ხელახალი ლეგიტიმაციის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ეს საკითხი თავად ნიკა მელიამ დააყენა.

"პარტიის თავმჯდომარეს ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ ამის გადახედვა თავად ნიკა მელიას ინიციატივა იყო. თავად ნიკა იყო ინიციატორი იმისა, რომ მისი ლეგიტიმაციის საკითხი ხელახლა დამდგარიყო. მისი არგუმენტი შემდეგია: მაშინ როცა პარტიის პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება ისედაც ეწურება და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს, ასევე პარტიის წესდების გათვალისწინებით, არჩევნები ყველგან, ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, მელიას პოზიცია იყო, რომ პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი ხელახლა დამდგარიყო. არის კითხვები და ეს კითხვები ლეგიტიმურია. ჩვენს ამომრჩევლებს, მომხრეებს ჩვენთან ბევრი შენიშვნა აქვთ, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რატომ ვერაფერი შევძლით, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ იყოს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტად აქტიური იყო, რაც უფრო მეტად განაახლებ ლეგიტიმაციას, პირიქით, მისასალმებელია", - განაცხადა ანა წითლიძემ.

კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას ლეგიტიმაციის გადახედვის მიზეზი ხომ არ გახდა ნიკა მელიას საჯარო განცხადებები, წითლიძემ განაცხადა, რომ მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

"პირადად მეც მაქვს არაერთი ინტერვიუ, სადაც ვამბობ, რომ არ ვეთანხმებოდი ნიკას საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, ისევე როგორც დღეს არ ვეთანხმები თანაგუნდელების მიერ საჯაროდ გამართულ ბრიფინგს. სხვადასხვა თემაზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. მოლოდინი იმისა, რომ პარტიას ვინმე დატოვებს, არა მაქვს, რადგან პარტიას ღირებულებები და იდეები აერთიანებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ "რუსული ოცნების" დამარცხება გვინდა, ამის ფორმულა ერთიანი და ძლიერი "ნაციონალური მოძრაობაა". არ ველი, რომ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული მოხდება", - აღნიშნა ანა წითლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა