არჩილ თალაკვაძე - ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია მზად არიან ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი და „ეშმაკსაც კი შეეკრან“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გირჩი-მეტი თავისუფლების “ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მზად არიან, პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება და „ეშმაკსაც კი შეეკრან“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პოლიტიკოსებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ძალაუფლების დაბრუნება.

„ის ფაქტი და განცხადება, რომ ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია და სხვები მზად არიან პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, „ეშმაკსაც კი შეეკრან“, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა, ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ეს არის როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ საქართველოში რაიმე არაკონსტიტუციური პროცესი სცადოს. მინდა მათ შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არის დემოკრატიული არჩევნები, ჯერჯერობით, ისინი მარცხდებიან ამ წლებში დემოკრატიულ არჩევნებში, ამიტომ, არ უყვართ და ეზიზღებათ არჩევნები, ბოიკოტს უცხადებენ შედეგებს, პარლამენტს, არ მოსწონთ საკრებულოში მუშაობა, არ დადიან სხდომებზე. ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე, რომ სინამდვილეში ამ ხალხს არა რეალური პოლიტიკა, არა საქმიანი პოლიტიკა, არა დემოკრატია, არამედ ერთადერთი რამ აინტერესებთ, ნებისმიერ ფასად როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს