არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას სურდათ რიგგარეშე არჩევნები და მიიღეს რიგგარეშე არჩევნები თავისსავე პარტიაში - „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

„ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას სურდათ რიგგარეშე არჩევნები და მიიღეს რიგგარეშე არჩევნები ­თავისსავე პარტიაში - „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს იმ სტატუსს, რომელზეც ამბიცია ჰქონდა, რადგან ისინი აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია. მან ოპოზიციურ ელექტორატს მოუწოდა 2024 წლის არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რათა აირჩიონ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიები, ვინც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.

„მეორე მხარეს არის უფრო მეტი პრობლემები, საქმე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ მიმდინარეობს უკვე საბოტაჟი ნიკა მელიას წინააღმდეგ. ნიკა მელია თავის დროზე საბოტაჟს აწარმოებდა სახელმწიფოსა და პარლამენტის წინააღმდეგ, ასე რომ, „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.

რაც მათ სურდათ საქართველოსა და თავისი ხალხისთვის, მიიღეს თვითონ საკუთარ პარტიაში. ფაქტი არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს იმ სტატუსს, რომელზეც მათ ჰქონდათ ამბიცია, ისინი აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია, არც მომავლის პარტია არიან, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და არ აქვთ სამომავლო გეგმა.

იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები ამას ადეკვატურად შეაფასებენ, ოპოზიციური ელექტორატი 2024 წელს გამოიყენებენ შანსს და აირჩევს არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვინც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ვხედავთ, რომ მიმდინარეობს შიგნით კეზერაშვილის გაყოფა- გადანაწილების პროცესი, კეზერაშვილი ნიშნავს „შავ ფულს“ პარტიული დაფინანსებისთვის, ნიშნავს ტელევიზიებს და ეს არის შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ როგორც შიგნით, ისე გარეთ. გახსოვთ, რომ ასე აშანტაჟებდნენ დანარჩენ ოპოზიციასაც, როდესაც ბოიკოტი იყო პარლამენტის წინააღმდეგ. კეზერაშვილი, მისი „შავი ფული“, სატელევიზიო გავლენები დარჩება იმას, ვინც არის უფრო უტიფარი, უფრო მეტად თავზეხელაღებული, უფრო მეტად უპრინციპო და უფრო მეტად მყვირალა. ველით, რომ ასეთი კანდიდატი იქნება შერჩეული მელიას ნაცვლად. ფაქტია, რომ ეს პარტია არის დესტრუქციული“,- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა