ზვიად ძიძიგური - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისთვის „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს - „ქართული ოცნება“ კი ევროპელ პარტნიორებს ეუბნება: „მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ისევ გავაყალბებთ, ისევ მოვუსმენთ“

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს.

„კრივში არის ასეთი ტერმინი - „სავარჯიშო მსხალი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია სახელისუფლებო პარტიისთვის ამ ფუნქციას ასრულებს. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ისევ შენარჩუნება არ გაუჭირდება.

განახლების საჭიროებას ვხედავ, ოღონდ ამ პარტიაში კი არა, მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში და ვიდრე ეს პარტია [ნაციონალური მოძრაობა] მუდმივად ერთსა და იმავე სიტუაციაში იქნება, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებს, ხელისუფლებაც მეტს არაფერს გააკეთებს და ერთი და იმავე ტექსტებით დაგვღლის - „მე თუ არ ამირჩევთ, მოვა ჩემზე უარესი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის თქმით, ოპოზიციას ნდობის სერიოზული კრიზისი აქვს და ეს გაგრძელდება თუ ხალხში არ გავა და არ დაელაპარაკება.

„პოლიტიკური პარტიები მუდმივად რაღაც თემებზე ლაპარაკობენ, დადიან ეთერებში, რაღაცას დებატობენ - „ხელისუფლება ცუდია, ევროპისკენ არ მიდის, რუსეთუმეები არიან“, ძირითადად არიან ხელისუფლების ლანძღვა-გინებით დაკავებული, მაგრამ ჩვეულებრივი ამომრჩეველი უყურებს ამას და კითხულობს, შენ რას გააკეთებ? - შენ ხარ დავუშვათ ხელისუფლებაში, რას აკეთებ ჩემთვის, გავიგე, რომ ხელისუფლება ცუდია, რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა, დასავლეთს უპირისპირდება, ეს გავიგე, მაგრამ შენ რას გამიკეთებ, შენ რა ჩემი ტიკი-ტომარა ხარ, რატომ უნდა დაგიჭირო მხარი? - ამაზეა პასუხი გასაცემი.

ქართულ ოპოზიციურ სპექტრს აქვს ნდობის სერიოზული პრობლემა მოსახლეობაში და ამ პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გზით, უნდა ადგე, ჩაიცვა რკინის ქალამნები, ხელში რკინის ჯოხი დაიკავო და უნდა იარო ხალხში, ქუჩა-ქუჩა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურმა გადაცემაში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციასა და მასზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოხმაურებაზეც ისაუბრა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ევროპელ კოლეგებს ეუბნება, რომ ევროკავშირში უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ.

„რეალობა იქმნება ისეთი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩვენს ევროპელ კოლეგებს სთავაზობს, რომ ევროკავშირში მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, აი, მაგალითად: გვინდა არჩევნები გავაყალბოთ იმაზე არანაკლებად, ვიდრე სააკაშვილი აყალბებდა, გვინდა ვუსმინოთ ყველას და ყველაფერს არანაკლებად, ვიდრე სააკაშვილი ამას აკეთებდა, გვინდა ჯიბეში გვეჯდეს სასამართლო, გვინდა ჯიბეში გვეჯდეს მედია და ეს ყველაფერი იმიტომ გვინდა, რომ ხელისუფლებაში ვიყოთ უკუნითი უკუნისამდე, სულ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში და ასეთები მიგვიღეთ ევროკავშირში. ასეთებს, როცა არ იღებენ ევროკავშირში და ხელისუფლებას რეიტინგის პრობლემაც გაუჩნდა, ამის მერე წარმოეშვა კონფლიქტები ევროკავშირთანაც და აშშ-სთანაც“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა