„არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი“ ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნას შეასწავლის

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი“ ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნას შეასწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სწავლების პროცესს რეჟისორი არჩილ კუხიანიძე გაუძღვება.

„ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად მოიფიქრებენ. დახატავენ პერსონაჟებს, მოამზადებენ კადრირებას და შექმნიან ანიმაციას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები უნარებისა და სურვილის შესაბამისად მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ.

პროცესის დასრულების შემდეგ კი ანიმაციის პრეზენტაცია გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა