მამუკა მდინარაძე - კორეაში ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა ამ  საკითხებზე

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა მსგავს საკითხებზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინვესტიციებზე და იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, მსჯელობა იყო ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე და ამ ქვეყნის დაინტერესებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო და სამომავლოდ, კორეის მხარე ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავის წვლილს შეიტანს.

„კორეის მხარემ ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავისი წვლილი შეიტანა და იგივე დაპირება მივიღეთ და ეს ძალიან კარგია. სადაც ტექნოლოგიებს ფლობენ მაღალ დონეზე და ასეთი საშუალებები გააჩნიათ, მათი მხრიდან ეს პოზიტიური დაპირება იყო და ამით მოხარულები ვართ", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა