ევროპარლამენტარები - საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება

საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ ჩვენს წევრ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს. ამ პროცესით ძლიერდება ჩვენი ევროპული საზოგადოება. კარი გაიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო. კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მართლსაჯულების პოლიტიზირება უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულნი არიან განახორციელონ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ეხება. ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ.

შემოუერთდით ჩვენს მოწოდებას და მოითხოვეთ ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება! მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვოთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს.

ევროპარლამენტარები აქვეყნებენ მეილის შაბლონებს, საიდანაც ევროპის მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ და მიწერონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

კერძოდ, შაბლონის ტექსტი ასეთია:

პირველი შაბლონი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მხარს ვუჭერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ ეს პროცესი წინ ვერ წავა, თუ ფუნდამენტური თავისუფლებები არ იქნება დაცული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციურ ჟურნალისტებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. გთხოვთ, გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია და პატივი სცეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივს სცემთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

მეორე შაბლონი: გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის და შეძრწუნებულია ნიკა გვარამიას ყალბი ბრალდებების საფუძველზე დაპატიმრების გადაწყვეტილებით. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ტაქტიკის ადგილი არ არის. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ იგი და გამოიჩინოთ პატივისცემა თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ. ეს საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. პრემიერო, მე მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრება არის ქცევა, რომელიც არღვევს იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. გთხოვთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

მესამე შაბლონი: საქართველოს სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კრიტიკოსი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამოხატავს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის და დემოკრატიის წარმატებისთვის. ჟურნალისტების დაშინება და გაჩუმება ასეთი ტაქტიკით არ შეიძლება.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს