შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის შეთანხმებები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ურთიერთობები ბიზნესს და ხალხებს შორისაც  ინტენსიური იყოს

„საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები დინამიურია და ჩანს, რომ ხელისუფლებებს შორის ინტენსიური კომუნიკაცია ამ პროცესს ახალ ბიძგს აძლევს. ის შეთანხმებები, რომლის მომზადებაც ახლა ხდება, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს ურთიერთობები არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ ბიზნესს და ხალხებს შორისაც იყოს ინტენსიური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ჰიუნდონგ ჩოსთან გაიმართა, საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდისთვის საჭირო ინვესტიციების კონკრეტულ მიმართულებებს შეეხო.

„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რადგან წინასწარი კვლევის შედეგად, მიზანშეწონილობის მხრივ, არსებობს პოზიტიური დასკვნები. მინისტრის მოადგილის მხრიდან ითქვა, რომ მალე შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენები კორეასა და საქართველოს შორის. ასევე, შეხვედრაზე ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ მალე გაიხსნება საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩო. ეს მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რათა სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი მათი მისია საქართველოში. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს