იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას, ოპოზიციიდან მხოლოდ იაგო ხვიჩია, მიხეილ დაუშვილი და ფრიდონ ინჯია ესწრებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში, რომელზეც განსახილველად "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა გადის, ოპოზიციიდან მხოლოდ იაგო ხვიჩია, მიხეილ დაუშვილი და ფრიდონ ინჯია მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციის არც ერთი სხვა დეპუტატი განხილვაში მონაწილეობას არ იღებს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მომზადდა და მას დღეს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავენ.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტისა და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივის გარდა, განხილვის საგანია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს