ალუდა ღუდუშაური „ალდეს“ განცხადებაზე - სასამართლოსთვის მითითება არ არის ევროპული დემოკრატია, ესაა სამართლიანობისთვის სილის უხეში გაწვნა

სასამართლოსთვის მითითება არ არის ევროპული დემოკრატია, ესაა სამართლიანობისთვის სილის უხეში გაწვნის და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას შესახებ "ალდეს" განცხადებას.

მისი თქმით, მსგავსი გაცხადებები რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებას.

„სასამართლომ უნდა ჰკითხოს პოლიტიკოსს როგორი სასჯელი უნდა იყოს? ვფიქრობ, ეს არც დემოკრატიაა, არც ევროპული ღირებულებაა, ეს არის პირიქით, სამართლიანობისთვის სილის უხეშას გაწვნის მცდელობა და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ასეთი განცხადებები ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანის მომტანია თვითონ იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც წარმოადგენენ და ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს იმ დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებას, რასაც სამართლის უზენაესობა ჰქვია", -განაცხადა ღუდუშაურმა.

პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა