დავით უსუფაშვილი - მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევა გვაქვს, ცესკო-ს თავმჯდომარე ერთადერთი თანამდებობის პირია, რომელსაც განუსაზღვრელად შეუძლია დარჩეს თანამდებობაზე

ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნის საკითხი ჭიანურდება პარლამენტში სრულიად გაუმართლებლად, სამწუხაროდ, კანონის დარღვევით - ჩემი კოლეგები, იურისტები "ოცნებიდან" ძალიან, ძალიან თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ კანონს, მაგალითად იმას, რომ თუ კანონში წერია "როგორც წესი ორ კვირაში", ეს შეიძლება ნიშნავდეს სამ წელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მახინჯი სისტემა შემოიღო და ცესკო- ს თავმჯდომარეს შეუძლია განუსაზღვრელი დროით დარჩეს თანამდებობაზე.

"მახინჯი სისტემა შემოიღო „ოცნებამ“ გასული წლის დეკემბრიდან, რომ ცესკოს თავმჯდომარის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ახალი არ აირჩა, ყოფილი უვადოდ რჩება თავის ადგილზე. ჩვენ გვაქვს მგონი, მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევა, ცესკო- ს თავმჯდომარე ერთადერთი თანამდებობის პირია, რომელსაც ამ მექანიზმის გამო შეუძლია განუსაზღვრელად დარჩეს თანამდებობაზე, ვადა საერთოდ წაშლილია ამ საქმიდან. ამ ვითარებაში კანონში ცვლილებაა საჭირო და საარჩევნო კანონმდებლობაში ჩვენი პროექტი გვაქვს „ოცნებისთვის“ შეთავაზებული. ჯერჯერობით მიდის მუშა პროცესი და არ ვარ მთლად უიმედოდ,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს