საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს

საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, “საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა, რომელიც ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების რეფორმირებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის განცხადებით, კანონპროექტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვების თავსაც მოიცავს, რაც ნატოს კომიტეტთან შეთანხმებულია.

კანონპროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.

სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია, საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შესყიდვების კომიტეტის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.

კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარო შესყიდვის შემდეგი პროცედურები: - ღია პროცედურა; შეზღუდული პროცედურა; კონკურენტული დიალოგი; ინოვაციური პარტნიორობა; კონკურსი; წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა; წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა; საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით.

“ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს შესყიდვების სფეროში ვალდებულებები გააჩნია. ერთ-ერთი ვალდებულება ახალი კანონის მომზადებაა. კანონპროექტით რადიკალურად იცვლება, ზოგადად, მოქმედი ნორმები და მიდგომები. ახალი კანონი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ბიზნესზე, მოქნილობაზე და ის საკითხები, რომლებიც კანონში შედის, ხელს შეუწყობს, რომ ეკონომიკურად მომგებიანი წინადადება ტენდერში ყოველთვის გამარჯვებული იყოს“, - აღნიშნა ლევან რაზმაძემ კომიტეტის სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს