აკაკი მინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის დღევანდელი კანდიდატებიდან ყველაზე ეფექტიანი არის ნიკა მელია

10 წელია საუბრობენ, ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზაა: „რადარებიდან გაქრებიან“, მაგრამ სინამდვილეში კი არ ვქრებით, ვძლიერდებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტია ასეთი ვითარებიდან ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა და ახლაც გამოვა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მიერ ჩატარებული ბრიფინგი, არსებულ ვითარებაში, არასწორი იყო.

„ამ პარტიაში არჩევნებზე საუბარი დაახლოებით თვენახევარია მიმდინარეობს. იმ აქტივობებთან ერთობაში, რაც აუცილებელია პარტიის გასაძლიერებლად, არჩევნები იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და ამის ინიციატორი იყო თავად ნიკა მელია. უბრალოდ, ნიკა მელია ამბობდა, რომ ამ ვითარებაში, როცა დღეების საკითხია მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ, ამ თემის გამოტანა არ ღირს, ეს საკითხი რომ გადაწყდებოდა, შემდეგ გამომდინარე ვითარებიდან, შეიძლებოდა, არჩევნებზე საუბარი. ამიტომ არასწორი იყო ამ ფორმით იმ ბრიფინგის ჩატარება, მით უმეტეს, იმ დღეს, როდესაც რეზოლუცია განიხილებოდა. ძალიან სამწუხაროდ, ამ ბრიფინგმა და შიდა საკითხებზე საუბარმა დღის წესრიგი შექმნა და ამ შექმნილმა დღის წესრიგმა დააზიანა ინტერესი ამ რეზოლუციის მიმართ. ლაპარაკი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურია იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ვითარებიდან ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა და ახლაც გამოვა. ასე ვუყურებთ ჩვენ ამ არჩევნებს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილის თქმით, არსებული კანდიდატებიდან საპროტესტო მუხტის შექმნასა და ხალხთან ურთიერთობაში ყველაზე ეფექტიანი ნიკა მელიაა.

„ძალიან მკაფიოა ჩემი პოზიცია, გეტყვით მარტივად, აქ ხელისუფლება შეიცვლება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება იმ მუხტის და საპროტესტო ტალღის პირობებში და ადამიანებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას გარკვეული უნარები სჭირდება და ამ ორივე შემთხვევაში დღევანდელ კანდიდატებიდან ყველაზე ეფექტიანი არის ნიკა მელია“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა