გიორგი ვაშაძე - ვინმეს გჯერათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეგვიყვანს ევროპაში? სადამდე უნდა დაეცეს პარლამენტის წევრების რანგი, როცა „კლოუნებივით“ თეთრზე შავს იძახიან

პირდაპირ გეტყვით, რასაც „ქართულ ოცნება“ აკეთებს, ეს არის ფარსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იკითხა, არის თუ არა საქართველოში ვინმე ადეკვატური ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ.

„პირდაპირ გეტყვით, რასაც „ქართულ ოცნება“ აკეთებს, ეს არის ფარსი. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროპარლამენტარების, ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების წერილებს იღებს ახლა უკვე პირადად პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დავაინიცირეთ ეს პროცესი, რომ კარგად გაიგონ, მათი ტყუილი და თაღლითობა ვერ გაჭრის და არც გაჭრის. ამას ევროპა არ მიიღებს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ევროპელები, ჩვენი პარტნიორები გიჟები არიან ან წაკითხვა არ შეუძლიათ, შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ თუ რა?! ამიტომაც, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ვინმეს გჯერათ ახლა, რომ ეს კანონი, რაც მათ მიიღეს, შეგვიყვანს ევროპაში? ვინმე ადეკვატური ადამიანი არის საქართველოში, რომელიც მეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ? მომიყვანეთ ერთი ადამიანი, ვინც ამას საღი აზრით იტყვის. მე ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ სადამდე უნდა დაეცეს პარლამენტის წევრების რანგი, რომ ამ „კლოუნადაში“ გამოდიან და ჩვეულებრივი „კლოუნებივით“ თეთრზე შავს იძახიან. აი, ესაა რეალობა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა