ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ბორჯომში ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბორჯომში, ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, სასტუმროში „ქრაუნ პლაზა“ ღონისძიებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრება.

„საქპატენტისა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ მოწყობილ სემინარში საქართველოდან 11 მოსამართლე მონაწილეობს, რომლებსაც ევროპის სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU), ლიეჟის კომერციული სასამართლოს (ბელგია) მოქმედი მოსამართლეები და EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს (BOA) წევრები.

სამუშაო შეხვედრის პროგრამა მოიცავს ევროკავშირში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესახებ პრეზენტაციების წარდგენას, სასამართლო გადაწყვეტილებების ირგვლივ დისკუსიის გამართვას და აღნიშნული მიმართულებით გახმაურებული საქმეების განხილვას. დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.

ღონისძიების პირველ დღეს, 11 ნოემბერს (2022წ.) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, შედგენილია CJEU-ს, GCEU-ს და EUIPO BOA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ EUIPO და „საქპატენტი“. ის მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს