მიხეილ სარჯველაძე - აშკარად ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება

აშკარად ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ოპოზიციამ ფიასკო განიცადა, ცდილობენ ახალი ფორმა შეაკოწიწონ. ამასთან, დასძენს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ "მონადირული ინსტინქტი იღვიძებს", როდესაც ცდილობენ დავით კეზერაშვილის დაფინანსება მოიპოვონ.

„ახალაიას თუ მერაბიშვილის ჯგუფი შეეცდება, თავი მოუყაროს რაღაც ნარჩენებს, რაღაც ფორმა მისცეს ამ ყველაფერს და წარმოდგეს, როგორც სამართალმემკვიდრე „ძლევამოსილი ნაციონალური მოძრაობისა“. ამგვარი სიმულაციების შექმნას შეეცდებიან, რათა სულ არ დაკარგონ ის ნარჩენი ხმები, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება საზოგადოებაში ჰქონდეთ. ეს არის რეალური ინტერესის საგანი. როდესაც ფიასკოსკენ მიემართება პარტია, იქ ყოველთვის იარსებებენ ჯგუფები, რომელიც შეეცდებიან ნანგრევებიდან რაღაც სათავისოდ ხელსაყრელი შეაკოწიწონ. როგორც ჩანს, ეს არის მიზეზი, რის გამოც დაპირისპირებები თვალსაჩინო ხდება.

მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკავშირებულია კეზერაშვილის ფინანსებთან. ვინ შეძლებს, რომ ეს საზრდო მოიპოვოს. ეს მონადირული ინსტინქტი იღვიძებს ამ ჯგუფებში, რომლებიც ცდილობენ დაფინანსება ხელიდან არ გაუშვან“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სარჯველაძე განმარტავს: „მე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უპირატესობების და ნაკლოვანებების შემფასებლად ვერ გამოვდგები. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის იმ ხანას ვერ შევაქებ, რომელსაც ნიკა მელია ედგა სათავეში. შემიძლია, დანამდვილებით ვივარაუდო, რომ ვერავინ იქნება უკეთესი ნიკა მელიასთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს ფაქტია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა