ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო დიდი ჰესების პროექტებთან მიმართებაში ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა „საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე“

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო დიდი ჰესების პროექტებთან მიმართებაში ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ „საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე“. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ ვერ ხდება პროექტის ბოლომდე მიყვანა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს მონაწილეობას, თუმცა მცირე მასშტაბით და არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბისაც შესაძლებელია პროექტის ღირებულება იყოს.

„რაც შეეხება „ნენსკრა-ჰესს“ - ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. უშუალოდ ამ პროექტთან მიმართებაში ბუნებრივია, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებაში.

რაც შეეხება ზოგადად დიდ ჰესებთან მიმართებაში ჩვენ პოლიტიკას, გიდასტურებთ, ნამდვილად არის ის, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით, ინვესტორთან ერთად მსგავსი ტიპის პროექტები განხორციელდეს, მათ შორის, შესაძლებელია, რომ ეს იყო ფინანსური მონაწილეობით. ბუნებრივია, საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე, საუბარი შეიძლება იყოს მინორიტარულ მონაწილეობაზე კონკრეტულად პროექტთან მიმართებაში. ეს შესაძლებელია მოხდეს თუ ვერ ხდება აღნიშნული პროექტის ბოლომდე მიყვანა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს ასეთ პროექტებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბით და არა, იმ მასშტაბით, რა მასშტაბისაც შესაძლებელია პროექტის ღირებულება იყოს. საუბარი ამ შემთხვევაში მაქვს იმაზე, რომ ისეთი დიდი პროექტები, რომლებიც შესაძლებელია სახელმწიფოს გარეშე რთული იყოს განხორციელება - სახელმწიფო ასეთ პროექტებში სადაც ამის საჭიროება იქნება, შესაძლებელია, მათ შორის, ფინანსურადაც პროექტის მონაწილე გახდეს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს