ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკმარისი ლიდერები არიან, რომლებსაც რთულ პერიოდში შეუძლიათ იტვირთონ პარტიის ხელმძღვანელობა - ჩემს კანდიდატურაზე არც კონსულტაცია და არც შემოთავაზება ყოფილა

ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით არც კონსულტაცია და არც შემოთავაზება არც ერთი მხარისგან არ ყოფილა - „ნაციონალურ მოძრაობაში" საკმარისი ლიდერები არიან, რომლებსაც რთულ პერიოდში შეუძლიათ იტვირთონ პარტიის ხელმძღვანელის პოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი და ხატია დეკანოიძის კანდიდატურები.

ამასთან, მისივე თქმით, შიდა არჩევნების დაკავშირება ახალაიებთან, კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან, ამ პროცესის დაკნინებაა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს, პარტიის ხელმძღვანელების არჩევის საკითხი იქნება პარტიის მხარდამჭერების გადასაწყვეტი. პროცესი მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერებისთვის, ამიტომ, პარტიის შიგნით იქნება თუ პარტიის გარეთ "კეთილისმსურველებისგან" ამ პროცესის დაკავშირება ახალაიებთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, ამ პროცესის დაკნინებაა, რადგან ეს ბევრად უფრო მეტია, მნიშვნელოვანია პარტიის ხელმძღვანელების ლეგიტიმაციისთვის. ეს პროცესი არაერთხელ გაიარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაივლის ახლაც", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება მოსაზრებას, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად მისი დასახელების შესახებ, ბეჟაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე არც კონსულტაციები, არც შემოთავაზება არც ერთი მხარისგან არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" საკმარისი ლიდერები არიან, რომლებსაც რთულ პერიოდში შეუძლიათ იტვირთონ პარტიის ხელმძღვანელის პოზიცია და ახალი ძალისხმევით, ახალი ხედვებით წაიყვანონ პარტია გამარჯვებისკენ. შესაბამისად, იქნება ეს ხატია დეკანოიძე თუ სხვა გვარები, ყველას აქვს რესურსი თავის ხედვები ჩამოაყალიბოს, პარტიის წევრებისგან მხარდაჭერა მიიღოს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას შანსებს, რომ კვლავ დარჩეს თავმჯდომარის პოსტზე, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრებს მეტის მოლოდინი ჰქონდათ, ამიტომ დამატებით ლეგიტიმაციის მიღებაა საჭირო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო