მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - 6 თვის წინ რომ პანიკა იყო ატეხილი, კვდება, დიაგნოზია უმძიმესიო, თუ გახსოვთ, რა დიაგნოზი იყო? რამე დიაგნოზი გახსენდებათ? იცით, რატომ არ გახსენდებათ, იმიტომ, რომ სულ „ფეიკია“

ქვეყნის და „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და ანგრევენ საკუთარ გუნდს, ეს არის მათი ქმედებების მარტივი შეფასება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც პარტიის თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება.

„მე მგონია, რომ ცოტა ზედმეტ რეკლამას და პიარსაც ვუკეთებთ მათ, თვითონ როგორც ფუთავენ თავიანთი პარტიის გადახალისებას. გადახალისება კი არა, ერთმანეთის დაჭმა მიდის, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს, ვინ მოექცევა სააკაშვილის ყურადღების ქვეშ, ამ ქვეყანაში ვინ მოახდენს უკეთესად რადიკალიზაციას და პოლარიზაციას, ვინ უკეთესად დააზიანებს საკუთარ ქვეყანას. ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ძირითადად მაინც გავლენებზე არის საუბარი და იმაზე, ვინ დახარჯავს მათ მიერ ნაშოვნ, თავის დროზე ქვეყნის ძარცვით ნაშოვნ ფულს.

ჩვენი მხრიდან ბევრჯერ ითქვა - არ გამოუვიდათ ქვეყნის დანგრევა და დაანგრიეს საკუთარი გუნდი. ახლა, რაღაც საინტერესო მიდის გარედან. ყოველ შემთხვევაში მე მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ იმიტომ, რომ მათ რა ბუნებაც აქვთ ზოგადად ქვეყანასთან მიმართებაში, თავი ვერ შეიკავეს და ამ ბუნების გამომჟღავნებაში უკვე ერთმანეთზე გადავიდნენ“,- აცხადებს მდინარაძე.

მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ცენტრი „ემპათია“ აპირებს მოითხოვოს, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება.

„ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილთან პირველად რომ შევიდა, იმის მერე დასკვნას დებენ და რით ვერ დადეს ეს დასკვნა? ან რამდენი პარასკევი გავიდა? ეს ადამიანი დიდი ხანია ციხეში ზის, ბევრი თვეა და იმის შემდეგ, ხან ვიღაცა ჩამოდის, ის ექსპერტი, ასეთი ავტორიტეტული, ისეთი ავტორიტეტული, „ემპათია“, ეს ექიმი, ცუდად არის... ამდენი ხანი კონკრეტული დიაგნოზი ვერავინ დადო, რა ხდება. მაგალითად, ექვსი თვის წინ რომ პანიკა იყო ატეხილი, კვდება ეს ადამიანი, დიაგნოზია უმძიმესიო, რომელიმემ მითხარით, თუ გახსოვთ, რა დიაგნოზი იყო? რამე დიაგნოზი გახსენდებათ? იცით, რატომ არ გახსენდებათ, იმიტომ, რომ სულ „ფეიკია“. ეს ჩემი წარმოდგენაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა