ლაშა დარსალიამ ნატო-ს შემფასებელ მისიას უმასპინძლა

14-15 ნოემბერს, საქართველო ნატო-ს შემფასებელ მისიას მასპინძლობს. ვიზიტის მიზანს რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროგრესის განხილვა წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნატო-ს დელეგაცია წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდება.

„წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ალიანსთან რეფორმების მიმდინარეობის პროგრესს წარმოაჩენს. დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვას, საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას, მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ამასთანავე, წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც, ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ წლიური ეროვნული პროგრამა და მისი წარმატებით განხორციელება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა